განმარტეთ, როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა დაინფიცირების დროს-ომბუდსმენი მთავრობას მიმართავს

სახალხო დამცველი კოვიდინფიცირებულების ბინაზე მკურნალობის შესახებ წერს და ამბობს, რომ პაციენტებმა არ იციან როგორ უნდა იმკურნალონ ინფიცირების შემთხვევაში.

ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს უკეთ განმარტონ ბინაზე მუშაობის პროტოკოლი იმისთვის რომ ადამიანებმა იცოდნენ რა გააკეთონ იქამდე, ვიდრე ექიმი დაუკავშირდებათ:

აშკარაა, მოსახლეობისთვის არ არის ნათელი ინფიცირების შემთხვევაში ბინაზე მკურნალობის წესები. არაერთი ინფიცირებული პირი აცხადებს, რომ დღეების განმავლობაში ვერ იღებს სამედიცინო დახმარებას და კონსულტაციას.

შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და შესაბამის უწყებებს, უმოკლეს ვადებში:

• მოსახლეობას განუმარტონ კოვიდით დაინფიცირების დროს როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა. უფრო ზუსტად, ვის და რა ვადაში ევალება დაუკავშირდეს პაციენტს; როგორი ფორმით და სიხშირით განხორციელდება პაციენტებზე ზედამხედველობა შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მიერ; რომელი კონკრეტული უწყებაა ამ პროცესზე ზედამხედველი, რათა პაციენტებმა შეძლონ არსებულ პრობლემებზე მისთვის ინფორმაციის მიწოდება და დროული დახმარების მიღება.
• გასცენ პირველადი სამედიცინო რჩევები, რითიც უნდა იხელმძღვანელოს ინფიცირებულმა თვითმკურნალობის დროს მანამ, სანამ ექიმი დაუკავშირდება – წერს ნინო ლომჯარია

banner
წინა სტატიაშიშეატყვეს, არ წავიდოდნენ გარიგებაზე, დააპატიმრეს და უწოდეს მოღალატეები-ივერი მელაშვილის მეუღლე
შემდეგი სტატიაჩვენ გვჭირდება გარდამტეხი ცვლილებები ჩაფლავებული მთავრობის მალე გასაშვებად სახლში – კახიძე