რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება ორი დოკუმენტისგან უნდა შედგებოდეს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო ხელშეკრულება ორი ცალკეული დოკუმენტისგან უნდა შედგებოდეს.
მისი თქმით, ერთი მათგანი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ხოლო მეორე, უშუალოდ რუსეთის ფედერაციასთან მის ურთიერთობას უნდა ეხებოდეს.

„რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება ორი დოკუმენტისგან შედგებოდეს: ერთი მათგანი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს უნდა ეხებოდეს, მეორე კი უშუალოდ მის ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან. ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს ორი განსხვავებული დოკუმენტი. უსაფრთხოების გარანტიები მათგან, ვინც ამ უსაფრთხოების გარანტიებისთვის მოსაცემად მზადაა. და ცალკე დოკუმენტი რუსეთთან. მოსკოვს ერთი ხელშეკრულება სურს ჰქონდეს, რომელშიც თავმოყრილი ყველაფერი იქნება. თუმცა, ყველა საკუთარ თავს რუსეთის ფედერაციასთან მაგიდასთან ვერ ხედავს. მათთვის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ერთი საკითხია, ხოლო რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმება სულ სხვა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ გამოვუცხადეთ უკრაინას სოლიდარობა – რთულია, უყურო იმ განადგურებულ და მიწასთან გასწორებულ ქალაქებს, რომელიც რუსეთის ბომბებს შეეწირა – ხოჯევანიშვილი
შემდეგი სტატიასაქართველო, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინაშიც მალე დაბრუნდეს მშვიდობა – თალაკვაძე