“ჩვენ გამოვდივართ!” – ღირსების მარში ხვალ, 8 ივლისს გაიმართება

“ღირსების მარში ხვალ, 8 ივლისს გაიმართება” – ამის შესახებ განცხადება “თბილისი პრაიდმა” ცოტა ხნის წინ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მსვლელობა, რომელიც 22 ივნისს იყო დაანონსებული, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო.

“თბილისი პრაიდის” მიერ გავრცელებულ წერილში საუბარია, რომ “თბილისის პრაიდის” გუნდი, ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად, ღირსების მარშს გამართავს. აქვე, იმედს გამოთქვამენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მონაწილეების უსაფრთხოებას სათანადოდ დაცავს.

“22 ივნისისთვის დაანონსებული მსვლელობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. ეს ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება ქვეყანაში უცაბედად შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოვუცხადეთ მათ, ვინც სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში.

“ხვალ, 8 ივლისს, თბილისის პრაიდის გუნდი, ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად ღირსების მარშს გავმართავთ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და დადგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაცული იყოს ღირსების მარშის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება.

ჩვენ გამოვდივართ!” – ნათქვამია “თბილისი პრაიდის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე : ცხოვრების გზა არც ისე იოლია, მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს და ამ დროს მას სჭირდება დახმარება, სულიერი შეწევნა
შემდეგი სტატიაშეკვეთილში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შიმშილობა შეწყვიტა