სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტს უერთდებიან და უარს აცხადებენ ლექციებზე დასწრებაზე

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტს უერთდებიან და უარს აცხადებენ ლექციებზე დასწრებაზე.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ორშაბათს 12 საათზე, ლექციების ნაცვლად შევიკრიბოთ უნივერსიტეტის ეზოში და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია – კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

არ შეიძლება მშვიდად ვუყურებდეთ სახელმწიფოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, მშვიდობიანი დემონსტრატების დარბევას, სასტიკი მეთოდებით გასწორებასა და მუქარის შემცვლელი ზარების განხორციელებას!!!

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს და ვაცხადებთ,რომ გაფიცვის უფლების ფარგლებში არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში ლექციებზე”, – წერია სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ლელოს” ლიდერის კითხვა ივანიშვილს და გომელაურს
შემდეგი სტატიაანი წითლიძე დედაქალაქის მთავარ გამზირზე საქართველოსთვის, ევროპული მომავლისთვის ათენებს