“ლელოს” ლიდერის კითხვა ივანიშვილს და გომელაურს

“ლელოს” ლიდერი ბიძინა ივანიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს – მამუკა ხაზარაძე გომელაურის მიერ დღეს გაეთებულ კომენტარს “ორგულობის”, “უტიფრობის”, “არაკომპეტენტურობის” და “ღალატის” განცხადებას უწოდებს.

მე მაქვს მასთან პირადი კითხვა, ვისზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე, იმ ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურად ნიღბებით სხვადასხვა ახალგაზრდებს, ჩემს თანაგუნდელებს აედევნენ?! გუშინ ჩვენს თანაგუნდელებზე 5 ადამიანი იყო ადევნებული. ზურა (გირჩი) ჯაფარიძეს უკვე მესამედ დახვდნენ სახლში. აღარ ჩამოვთვლი ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩაუსაფრდნენ. მითხრას პირადად, გამოვიდეს და თქვას, ვისზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ვინ იქნა კანონის მიხედვით პასუხისგებაში მიცემული. ახლა როცა საუბრობს 4 წლით გავუშვებ ციხეშიო, მინდა მას პირადად და ყველას, ვინც ასე ფიქრობს, ვუთხრა, რუსულ ციხეში ჯდომას ისევ ქართულ ციხეში ჯდომა სჯობს, იმიტომ, რომ თქვენ ეს ქვეყანა მიგყავთ რუსეთისკენ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ და უკვე კულმინაციასთან მივიდა დღეს ეს სიტუაცია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

“ლელოს” ლიდერი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს:

„მეორე კითხვა ბიძინა ივანიშვილს, 7 ნოემბერი რომ მოხდა, ვინ აფინანსებდა იმდროინდელ სპეცრაზმს? ვინ აფინანსებდა იმდროინდელ ხელისუფლებას 7 ნოემბრის მერე? აფინანსებდი შენ. ანუ, ყველაფერ ამ არეულობის უკან დგახარ შენ პირადად. ამიტომ, არ დაგითმობთ არცერთ კვადრატულ მეტრს არც რუსთაველზე და არც თავისუფლების არცერთ მიტკალს არ დაგითმობთ!“, – განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიარ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილს დეპუტატები გამოკეტილი ჰყავდეს პარლამენტში – ლევან ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიასამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტს უერთდებიან და უარს აცხადებენ ლექციებზე დასწრებაზე