“ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ”-ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შეჩერებულია ნორმა, რის საფუძველზეც რუსთავი 2-ში დროებითი მმართველები დაინიშნენ სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აფასებს.

“დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მისცა შანსი ქართულ დემოკრაყიას, მის ევროატლანტიკურ მომავალს და თავისუფალ მედიას და საქართველოს მთავრობას სახე შეინარჩუნოს და ღირსეულად გავიდეს ამ პროცესებიდან. ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ და ვზეიმობთ ამ გამარჯვებას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ, რომლის ყველაზე დემოკრატიულმა და ეფექტურმა ისნტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლომ მოახერხა ის, რომ მჩიხური სიტუცაიიდან გამოსავალი შესთავაზა ყველა მხარეს, მოახერხა ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

მივმართავ საქართველოს მთავრობას, ამ ვითარებაში უკან დახევა არ იქნება დამარცხება, პირიქით ეს იქნება გამარჯვება, გამარჯვება საკუთარ თავზე და ქვეყნის ინეტერებისთვის. გაეცალეთ ამ პროცესებს, გაარიდეთ ამ პროცესს ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენს ინტერესებს უკანონოდ გამოხატავს და მიეცით შანსი მართლმსაჯულებას და მხარეებს გაარკვიონ ურთიერთობა ერთმანეთთან. ნუ შეზღუდავთ სიტყვის თავისუფლებას და ნუ დაღუპავთ თქვენი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო ქვეყნის მომავალს,”-აცხადებს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშისენაკის შესასვლელთან სტიქიამ გზა დააზიანა
შემდეგი სტატია,,ჯერი თქვენზეა… მოიკითხეთ ურთმელიძე“ – გვარამია სააპელაციო და უზენაეს სასამართლოს მიმართავს