,,ჯერი თქვენზეა… მოიკითხეთ ურთმელიძე“ – გვარამია სააპელაციო და უზენაეს სასამართლოს მიმართავს

შემდეგი სიტყვა არის საერთო სასამართლოთა სისტემაზე – მეგობრებო გაუფრთიხლდით იმას, რაც ყველაზე ძნელად ასაშენებლია – თქვნს რეპუტაციას – ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და სააპელაციო და უზენაეს სასამრთლოს მიმართა, გაერკვენ იმ ვითარებაში, რომელიც მოსამართლე ურთმელიძის თავს ხდება.
,,გაუფრთხილდით თქვენს რეპუტაციას და საქმე წაიყვანეთ მხოლოდ და მხოლოდ მართლმასაჯულების და ქვეყნის დემოკტარიის ინტერსებით. ნუ შეწირავთ თქვენს რეპუტაციას უკანონო შეთქმულებებს და უკანონო დავალებებს.

მივმართავ სააპელაციო და უზენაეს სასამართლოს – ჯერი თქვენზე და უნდა გამოასწოროთ იმ თქვენი კოლეგის გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწერება არც სამართლის და არც საერთშორისო პრაქტიკის ნორმებში. მოიკითხეთ ურთელიძე. ეს ადამიანი არ ეკუთვნის თავის თავს და შეუძლებელია ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული დამოუკიდებლად და საკუთარი ნებით, მოგმართავთ თხოვნით, გაერკვეთ იმ ვითარებაში, რომელიც ამ მოსამართლის თავს მიმდინარეობს“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ”-ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს
შემდეგი სტატიასასწრაფოდ: ქუთაისში ერთ-ერთი ქუჩა დაიტბორა