„ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ მათთვის საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა” – თამარ კორძაია შს მინისტრის ინტერვიუს აფასებს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივლისი 12, 2019 00:13

„ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ მათთვის საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა” – თამარ კორძაია შს მინისტრის ინტერვიუს აფასებს

„გახარია შეშინებულია, გახარია რომ შეშინებულია, ეს ნიშნავს რომ ხელისუფლება შეშინებულია და ხელისუფლება რომ შეშინებულია, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეშინებულია. ამიტომ, საბოლოო ჯამში გახარიაც წავა და ყველა მიჰყვება მას“ – ეს განცხადება, თამარ კორძაიამ გადაცემა “არჩევანში გააკეთა.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გახარიას დღევანდელ ინტერვიუს აფასებს და ამბობს, რომ დღეს გამოჩნდა, რამდენად სუსტია ახლა ხელისუფლება.

„ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ მათთვის საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, რაც სირცხვილია, ამიტომ, მე არ მგონია, რომ აქ განსაკუთრებული ძალა აჩვენა გახარიამ, პირიქით, მისი გამოსვლა იყო ხელისუფლების სრული სისუსტის დადასტურება… მე ვუთანაგრძნობ მათ ამ მარცხში“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაია შს მინისტრს მიმართავს და როგორც იურისტი ამბობს, რომ გიორგი გახარია სამართლებრივად დამარცხებულია.

„მე მინდა მივმართო მას, რომ ახლა როგორც მარტო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ისე კი არ ველაპარაკები ბატონ გახარიას, მე მას როგორც იურისტი ისე ვეუბნები, რომ სამართლებრივად დამარცხებულია, ყველგან წაგებული აქვს სამართლებრივად, თუ ახლა მის მონა მორჩილ მოსამართლეებს არ გამოიყვანენ პროცესებზე. იმიტომ რომ მელიას ნაწილში ცალსახად წაგებული აქვთ საქმე, დაშლის ნაწილში ცალსახად წაგებული აქვთ საქმე“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივლისი 12, 2019 00:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,551
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics