(video) ჩვენ არ დავღლილვართ და არც დავიღლებით ამ ბრძოლით – ზაალ უდუმაშვილი

ზაალ უდუმაშვილი:ჩვენ ველოდებით სხვა სახის დარტყმებსაც

რადიო "თავისუფლების" ევროპული ბიურო "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სტატიას უძღვნის“წელიწადზე მეტია, რუსთავი2-ის თანამშრომლები ფსიქოლოგიურ ტერორის და ფინანსური წნეხის პირობებში მუშაობენ”, – ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა, რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს გააკეთა.

უდუმაშვილი ამბობს, რომ კომპანია ყოველთვიურად მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ შეასრულოს ვალდებულებები და საეთერო ბადე იყოს ჩვეული ფორმატის.

“ჩვენ ძალიან რთულ პირობებში ვმუშაობთ, – მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორი. რთულია, გადმოსცე ეს მდგომარეობა. ფინანსური წნეხი, რომელსაც წელიწადნახევარია, ჩვენ ვუძლებთ. წარმოუდგენელია, როგორ გავიარეთ ეს თვეები ჩვენ. არანაირი წვდომა არ გვაქვს ბანკებთან. ამ ფონზე არცერთი გადაცემა არ დახურულა, მაყურებელი ამას ვერ გრძნობს და გადაცემებს ჩვეულ რითმში უყურებს. ყოველთვიურად ფოკუსების ჩატარება გვიწევს, რომ ჩვენი ვალდებულებები შევასრულოთ. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და ეს რესურსებიც იწურება და რთულდება ამ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება. ჩვენ არც დავღლილვართ და არც დავიღლებით ამ ბრძოლით. ჩვენს უკან არა მხოლოდ ათასკაციანი კოლექტივი დგას, ჩვენი შვილები ჩვენი მომავალი დგას,” – აცხადებს უდუმაშვილი.

 

https://youtu.be/6EB-Rg2Tblk

banner
წინა სტატიაში(video) ინგა გრიგოლია: “იგეგმება მედიაწმენდა”
შემდეგი სტატიადიდმა პალატამ უნდა გადაწყვიტოს, დაანგრევს თუ არა სამოქალაქო სტაბილურობას