ჩუმად გაყიდულ თბილისის გაზის სისტემაზე პასუხი აუცილებლად მოეთხოვება დღევანდელ მთავრობას

“ნავთობის და გაზის სახელმწიფო კორპორაცია, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ჯერ კიდევ ხელისუფლების მმართველობაში მყოფი კერძო ”ყაზტრანსგაზ თბილისი”( რომელსაც ასი მილიონი ლარის ოდენობის საბიუჯეტო ვალი ჩამოაწერეს და ოფშორულ კომპანიაზე გაყიდეს), არის ასეულობით მილიონიანი ბრუნვის მქონე ორგანიზაციები, რომლებსაც ძარცვავენ ხელისუფლებაში მოკალათებული ადამიანები და მათი სანათესაო. ეს სფერო გასულია ყოველგვარი კონტროლიდან და ხელშეუხებელია. თავი და თავი აქედან იწყება.
უბედური შემთხვევისგან არაფერია დაზღვეული, მაგრამ ამ სისტემაში არსებული კორუფცია და განუკითხაობა არის დღევანდელი ტრაგედიის მთავარი მიზეზი.
ჩუმად გაყიდულ თბილისის გაზის სისტემაზე პასუხი აუცილებლად მოეთხოვება დღევანდელ მთავრობას”-წერს რომან გოცირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
შემდეგი სტატიაიაშვილიდან 5 ბავშვი გაწერეს, 1 რეანიმაციაში რჩება