იაშვილიდან 5 ბავშვი გაწერეს, 1 რეანიმაციაში რჩება

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ამ დროისთვის დიდ დიღომში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ექვსი ბავშვიდან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

შემთხვევის შედეგად მათთან მოთავსებული 5 ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს. საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ოპერაციის შემდგომი დაკვირვების ქვეშ 4 წლის გოგონა რჩება. მას ოპერაცია თავზე ჩაუტარდა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიჩუმად გაყიდულ თბილისის გაზის სისტემაზე პასუხი აუცილებლად მოეთხოვება დღევანდელ მთავრობას
შემდეგი სტატიააფეთქების შედეგად დაშავებულმა ორმა პაციენტმა ღუდუშაურის კლინიკა დატოვა