ჩუღურეთში მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ჩიხი N2-ში 1 100 კვადრატულ მეტრზე მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განათების სისტემა დამონტაჟდა, საფეხმავლო ბილიკი ფილებით მოპირკეთდა, ასევე, საბავშვო გასართობი ზონა, საპარკე ავეჯი და ქუჩის კალათბურთის ფარი მოეწყო. სკვერში დაირგო ხე-მცენარეები და ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლა.

დასრულებული სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა.

„გასულ წელს, გროზნოს 11-ში ულამაზესი სკვერი მოვაწყვეთ. წელს კი, მივიღეთ გადაწყვეტილება, არსებული ტერიტორია გაგვეფართოვებინა და მიმდებარედ, ჩიტაიას ჩიხი N2-ში კიდევ ერთი რეკრეაციული ზონა მოვაწყვეთ. აღნიშნული ორი სკვერი ერთმანეთთან დაკავშირებულია, რის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობა რაიონში ყველაზე დიდი, 4 300 კვ. მ ფართობზე განთავსებული რეკრეაციული სივრცით, ფეხბურთის, ქუჩის კალათბურთისა და საბავშვო გასართობი მოედნებით ისარგებლებს”, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არბა“-მ შეასრულა და მისი ღირებულება 222 222 ლარია.

banner
წინა სტატიაშიიმერეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 47