ჩუღურეთის გამგეობიდან თანამშრომლის უმიზეზოდ გათავისუფლებას გამგებელი გამოეხმაურა

ჩუღურეთის გამგეობიდან თანამშრომლის უმიზეზოდ გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხეს ჩუღურეთის გამგეობაში. გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, დავით გაბოშვილს 2-ჯერ ჰქონდა მიღებული გაფრთხილება სამსახურებრივი გადაცდომების გამო. სამსახურიდან მისი გაშვების კიდევ ერთი მიზეზი კი გახდა ჯანმრთელობის მდგომარეობის მომიზეზებით სამსახურში არგამოცხადება და იმავდროულად გარდაბანში დამკვირვებლად წასვლა.

“ეს მისი დისიპლინარული გადაცდომის პირველი შემთხვევა არ იყი, ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო, მან იცრუა წავიდა სხვა გზით გახსნა ავდმყოფობის ფურცელი, ანუ რასაც ჩვენ ბიულეტინს ვეძახით, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ამ დროს ადამიანი არის ქმედითუუნარო და მაშინ რატომ ფიქსირდება ის გარდაბნის არჩვენების დროს. მე მივიღე ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და საჯარო მოხელე გავათავისუფლე სამსახურიდან“ – განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო შსს ერთსქესიანთა ქორწინების დამკანონებლის მსურველის დროულად დაცვას სთხოვს
შემდეგი სტატია“მაესტროს” ხელმძღვანელობა ხვალ სკანდალურ ინფორმაციას გაახმაურებს