ჩრდილოეთ გერმანიაში ხანძრის გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა

გერმანიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ემსლენდის სამხრეთით, ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. პარასკევს, 21 სექტემბერს ძლიერმა ქარმა მდგომარეობა გაართულა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ზიეგელისა და შტაფერნის დასახლებული პუნქტები შესაძლო ევაკუაციის გამო გააფრთხილა – იქ სულ 8500 ადამიანი ცხოვრობს. თუკი ქარი კვამლის ღრუბლებს მათი მიმართულებით წაიღებს, აღნიშნული ადგილების მკვიდრებს სახლების დატოვება მოუწევთ.
ცეცხლი სულ 8 კვადრატულ კილომეტრზეა გავრცელებული. მეხანძრეები ცეცხლს აქრობენ როგორც ზედაპირულად, ასევე, წყალს ტუმბავენ მიწის ქვეშაც – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიDanske Bank-ის სკანდალმა ბრიტანეთამდე მიაღწია
შემდეგი სტატია„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდნენ-სკანდალური ჩანაწერი