ჩოხატაურში დიდთოვლობის გამო სახლის სახურავი ჩაინგრა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში, დიდთოვლობის გამო შოთა ქათამაძის ახალაშენებული სახლის სახურავი ჩავარდა.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა აცხადებს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე ოჯახს თავშესაფარი გააჩნია. სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ აუცილებლად დავეხმარებით სახურავის აღდგენაში“, – აცხადებს კუჭავა.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან ჰაერის ტემპერატურის მოიმატებს
შემდეგი სტატიავაკის, საბურთალოს, გლდანის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა