დღეიდან ჰაერის ტემპერატურის მოიმატებს

საქართველოს მასშტაბით დღეიდან ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„6 იანვრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. 7-8 იანვარს ჰაერის ტემპერატურა დღისით აიწევს +15, +17 გრადუსამდე.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ყინვა შესუსტდება, ღამით მოსალოდნელია -2, +3 გრადუსი, ხოლო დღისით +6, +11 გრადუსი“ , – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიბაკურიანში სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაჩოხატაურში დიდთოვლობის გამო სახლის სახურავი ჩაინგრა