ჩოხატაურის გზაზე ტრაილერი ხრამში გადავარდა

ჩოხატაური-ოზურგეთის საავტომობილო გზის, ძიმითის მონაკვეთზე, ტრაილერი გვიან ღამით ხიდიდან ხრამში გადავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ბათუმიდან ნაბეღლავის მიმართულებით მიდიოდა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, რის შედეგადაც სატვირთო, ხიდიდან გადავარდა.
ამ წუთებში ოზურგეთიდან ჩოხატაურის მიმართულებით მოძრაობა შეჩერებულია, შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და სამაშველო ბრიგადა, ასევე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, რომლითაც მანქანის ხრამიდან ამოყვანას ცდილობენ.
მძროლი გადაყვანილია ჩოხატაურის “მედალფას” კლინიკაში, ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

banner
წინა სტატიაშილევან დავითაშვილი „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“ შექმნილი ახალი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო
შემდეგი სტატიაშსს-ს აკადემიამ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა