ჭყონდიდის ეპარქიაში ტაძარი გაქურდეს – წაღებულია დიდი ოდენობით თანხა და ძვირფასეულობა

ჭოყონდიდის ეპარქიაში, კერძოდ მარტვილში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ახალი წლის ღამეს გაქურდეს.

ტაძრიდან წაღებულია ღვთისმშობლის ხატში მოთავსებული  ძვირფასეულობა.

 

 

როგორც “თაიმერის” კორესპონდენტს, აკო ქიქავას უყვებიან, წლების მანძილზე გროვდებოდა და ინახებოდა ამავე ხატში არაერთი ძვირფასი ნივთი. ასევე, გატეხილია შესაწირი ყუთები და მესანთლის მაგიდა საიდანაც წაღებულია თანხა.

“თაიმერმა” ასევე, მოიპოვა ღვთისმშობლის ხატის ფოტომასალა გაქურდვამდე და გაქურდვის შემდეგ. ცნობისთვის, მძარცველებმა ტაძარში ფანჯრიდან შეაღწიეს.

მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიშვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობა გადამწყვეტი იქნება ჩვენი ერთიანობის შესანარჩუნებლად უკრაინის მხარდასაჭერად – ფონ დერ ლეიენი
შემდეგი სტატიამესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში მკვლელობა მოხდა