ჭყონდიდის ეპარქიაში 6 მონაზონსა და 4 მორჩილს ზიარება აკერძალა

ჭყონდიდის ეპარქია ახალი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს #3 ბრძანებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც “ეკლესიაში განხეთქლიების მცდელობისა” და “დაუმორჩილებლობის” გამო 6 მონაზონსა და 4 მორჩილს ზიარება აკერძალა.

ბრძანება 28 მარტით თარიღდება და მითითებულია, რომ ის ძალაში ხელმოწერისთანავე შეიდს.

მიტროპოლიტმა სტეფანემ ზიარება, ასევე, აუკრძალა მოქალაქეების ნაწილსაც.

“ზიარება ეკრძალებათ, აგრეთვე, იმ ერის ადამიანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტის რეზიდენციაზე თავდასხმაში და მღვდელმთავრების შეურაცხყოფაში. ზიარების უფლების დაბრუნება შესაძლებელი იქნება ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს სახელზე დაწერილი სინანულის წერილის საფუძველზე”, – წერია განცხადებაში.

 

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოში დღეიდან „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყება
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილა