ხვიჩია – მესამე ძალის დაბადების ამბიცია კარგი არ არის, სჯობს, პირველი ძალის ამბიცია გქონდეს

ზოგადად, მესამე ძალის დაბადების ამბიცია არ არის კარგი, სჯობს, პირველი ძალის ამბიცია გქონდეს და მაშინ იქნება მეტი შანსი, -ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე ძალას წარმატებას უსურვებს.

„რაც შეეხება პერსპექტივებს, ეს ადამიანები ახლა იკრებენ ღონეს და დავაკვირდეთ, არჩევნებზე როგორი მოღონიერებული იქნებიან, მათ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. ყველა თამაშში შანსები დამოკიდებულია, როგორ ითამაშებ, ჩვენ ჯერ თამაში საერთოდ არ ვიცით, რადგან ყველა პარტია ბიუროკრატიული საბუთების შეგროვებით არის დაკავებული. სჯობს, თამაშს დავაკვირდეთ. ეს ადამიანები სხვადასხვა დროს ერთად იყვნენ, თანამშრომლობდნენ, მათი ურთიერთობების სიღრმე არ ვიცი, მაგრამ მგონი, თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ და ახლა ახალს არაფერს აკეთებენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიჩხაიძე – სექტემბერ-ოქტომბერში განვიხილოთ საკითხი 12 წლიდან Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებაზე
შემდეგი სტატია„თალიბანი“ – ქაბულში აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას სამოქალაქო პირებიც შეეწირნენ