ჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირდა 13 და გამოჯანმრთელდა 922 ადამიანი

ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათის განმავლობაში 11-ით გაიზარდა, დაინფიცირდა 13 პირი, გამოჯანმრთელდა 922 პაციენტი.

ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო უწყება ავრცელებს.

ამგვარად, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში სულ გამოვლინდა 80800-მდე შემთხვევა, აქედან 69 600 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 3237 პაციენტი. განახლებული მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ოთხი პროცენტი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშირუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
შემდეგი სტატიააჭარაში ბაზრობები დროებით იხურება