რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

რუსთავში დღეიდან კერძო სამარშრუტო ტაქსები მთლიანად გაჩერდება და მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს.

შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად.

ამასთან, ნაწილობრივ შეიზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

კერძოდ, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსთავი-თბილისისა და თბილისი-რუსთავის მიმართულებით 11 ხაზიდან მხოლოდ ხუთი იმოძრავებს.

მიკროავტობუსების მომსახურება დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისშიც დროებით ჩერდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა დღეიდან შეიზღუდა
შემდეგი სტატიაჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირდა 13 და გამოჯანმრთელდა 922 ადამიანი