ჩინეთმა და აშშ-მ უარი თქვეს ერთმანეთის იმპორტის გადასახადზე

ჩინეთი და აშშ შეთანხმდნენ, რომ ერთმენეთის იმპორტის გადასახადისგან დროებით უარს იტყვიან – 20 მაისს Fox News -ის ეთერში ამერიკის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა თქვა. “ჩვენ გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ მოლაპარაკებებზე და შევთანხმდით ერთიან წესებზე, ამიტომ მიმდინარე მომენტისთვის ჩვენ უარს ვამბობთ დაბეგვრაზე” – განაცხადა მინისტრმა.

უფრო ადრე პეკინმა დონალდ ტრამპს შესთავაზა, რომ ამერიკულ საქონელს იყიდის და სხვა ზომებს მიიღებს იმისათვის, რომ წელიწადში 200 მილიარდით შემცირდეს დეფიციტი ორმხრივი ვაჭრობის პირობებში. ამ პაკეტის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარია ამერიკული Boeing, რომელიც მიმდინარე მომენტში თავისი თვითმფრინავების თითქმის მეოთხედს ჩინელ კლიენტებზე ყიდის
ადრე ტრამპმა აშშ-ს ჩინეთთან დეფიციტი 375-500 მილიარდი დოლარით შეაფასა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი 21-23 მაისს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა
შემდეგი სტატიამიმდინარე წლის აპრილში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 208 მლნ ლარით გაიზარდა