ჭიჭინაძე ოპოზიციაზე – თუ მართლა თვლიან, რომ ივანიშვილის გაყალბებული და მოპარული პარლამენტია, მაშინ რას სხედან იქ?!

„ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია პარლამენტიდან თუ ახლაც არ გამოვა, გამოდის, რომ ცვლილებებისთვის კი არ იბრძვიან, არამედ „ქართულ ოცნებასთან“ შეხმატკბილებულები აპირებენ ხალხის მოტყუებას 2024 წლამდე.

„აბა, თუ მართლა თვლიან, რომ ივანიშვილის გაყალბებული და მოპარული პარლამენტია, მაშინ რას სხედან იქ?!

ან თუ შესვლას აპირებდნენ, მაშინ მეორე ტურებში მიეღოთ მონაწილეობა, უმრავლესობა მაინც ხომ არ ეყოლებოდა „ოცნებას“?!

მოკლედ, მარტო სასამართლოსთან ძიძგილაობა საქმეს ვერ უშველის.

“ნაციონალური მოძრაობა” მაგალითის მიმცემი უნდა იყოს ამ შემთხვევაში და უნდა დათმონ თბილი კაბინეტები.

სხვა შემთხვევაში ძალიან ძნელია იმის დაჯერება, რომ მართლა უნდათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები…

თუ არა და, ისხდნენ იქ და 2024 წლამდე კი არა, 2030 წლამდე გაუხანგრძლივონ მანდატი ამ პარლამენტს და თავის თავს, კობახიძეებს კი ძალაუფლება“, – წერს დავით ჭიჭინაძე ფეისბუქზე.

banner
წინა სტატიაშიეს პროცესი გამოყენებული იქნება, როგორც უშუალო კომუნიკაციის არხი ქართველ ხალხთან – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი
შემდეგი სტატიასასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იკრიბებიან – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია