ჭიჭინაძე: “ხალხის მეშვეობით უნდა მოვუწყოთ “ოცნებას” სასამართლო!

“ხალხის მეშვეობით უნდა მოვუწყოთ “ოცნებას” სასამართლო! სხვა შემთხვევაში, თუ ასე გაგრძელდა, იმ ერთადერთსაც დავკარგავთ, რაც გაგვაჩნია, დამოუკიდებლობას დავკარგავთ.  ამისთვის მაქსიმალური მობილიზაციაა საჭირო! რადგან “ოცნებას” მხოლოდ ბევრი ხალხის ეშინია. ამიტომ, ყველა უნდა მოვიდეს არჩევნებზე, რაც შიძლება მეტი ადამიანი, მეტი პროცენტი რომ ავიღოთ და გაყალბება გაუჭირდეთ! ოღონდ, ჯერ ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და ფსევდო ოპოზიციის ლუსტრირება უნდა მოხდეს, მათი ატანა უნდა დასრულდეს!

თორემ, ძველი ნათქვამია:

“ერთმა ტალახიანმა ღორმ,ა მთელი ნახირი გასვარაო” და ასე იქნება ზუსტად!

ის, რომ “ოცნება” არც არასოდეს აპირებდა ამ შეთანხმების შესრულებას ეს თავიდანვე ჩანდა.

ან რა შეუსრულებია?!

ხალხზე მიცემული დაპირებები, უცხოელ პარტნიორებზე მიცემული დაპირებები, თუ გაეროს ტრიბუნიდან გაცხადებული?!

მათ დრო მოიგეს უბრალოდ, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შეიყვანეს და არჩევნებიც გაიპრავეს.

ამიტომ ვამბობდი თავიდანვე, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და პარლამენტში შესვლა იყო ხალხის ღალატი!

რადგან მხოლოდ ხალხის ერთიანი პროტესტი, ერთიანი მუხტი აიძულებდა ოცნებას დათმობაზე წასულიყო!

ამათმა კი, მიშელის დოკუმენტი ბიბლიად გამოუცხადეს ადამიანებს და ამაზე დაიწყეს საკუთარი პოლიტიკური მომავლის აგება.

მოკლედ, აწი უნდა გავიდნენ და უნდა შევიდნენ, “ოცნება” გავიდა თვითონ და შეატოვა ოპოზიცია.

თან ოპოზიციის ნაწილი ისე კომფორტულადაა შებრძანებული, უკან გამობრძანება არც ახლა უნდათ .” – დავით ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაში“ქართულ ოცნებას” არ ვენდობოდით, იმიტომ რომ ჩვეულებრივი თაღლითები არიან”
შემდეგი სტატიავითხოვ, გადაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაუყოვნებლივ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები