ვითხოვ, გადაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაუყოვნებლივ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

“ვითხოვ, გადაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაუყოვნებლივ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები”, – ასეთ კომენტარს აკეთებს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ.

როგორც კახა ოქრიაშვილი ამბობს, “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით, მმართველი გუნდი, 43%-იან ბარიერს ვერ ლახავდა და სწორედ ამიტომ ტოვებენ შარლ მიშელის დოკუმენტს.

“მე თავიდანვე ვაფრთხილებდი საზოგადოებასა და ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა, რადგან 2012 წლიდან დღემდე, “ოცნება” დაკავებულია ამომრჩევლის და საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებით, არჩევნების გაყალბებით და ჩამოყალიბდა თაღლით ფსევდო-პოლიტიკურ გაერთიანებად. მივმართავ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, აქტიურად ჩაერიონ შექმნილ ვითარებაში და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით”, – ამბობს ოქრიაშვილი.

მისივე თქმით, ის გააგრძელებს საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმს, რომელშიც აქამდეც იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძე: “ხალხის მეშვეობით უნდა მოვუწყოთ “ოცნებას” სასამართლო!
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: საერთაშორისო თაღლითობა, რომლითაც ბოლო ორი წელიწადია დაკავებულია პარტია “ქართული ოცნება”