ჭიათურაში მაღაროელების აქცია გრძელდება

მეცხრე დღეა ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება.

შიმშილობას განაგრძობს 15 მაღაროელი, სამ მათგანს კი პირი აქვს აკერილი.

დღეს მაღაროელებმა ქალაქში მსვლელობაც მოაწყვეს და მოსახლეობას გამოსვლისკენ მოუწოდეს.

მაღაროელების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშითავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
შემდეგი სტატიაბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხზე იმსჯელეს