“ევროპული საქართველო” გაჭირვებული ადამიანებისთვის სოციალური დახმარებების მოხსნაზე საუბრობს. ამ თემაზე პარლამენტში ბრიფინგი დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამართა.
“მეექვსე თვეა, მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ათიათასობით სოციალურად დაუცველ ოჯახს ართმევს საარსებო შემწეობას იმ ფონზე, როდესაც ამავე მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხალხი უფრო და უფრო ღარიბდება”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ოქტომბრიდან დღემდე შემწეობა 53 000 მოქალაქეს მოეხსნა, აქედან 17 000 პენსიონერია, 7 000 კი ბავშვი. 53 000 შემწეობამოხსნილი მოქალაქიდან 43 000 სოფლად ცხოვრობს.