ჩემთვის მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის დასკვნა, ისინი, პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, მაგრამ ასევე მხარს უჭერენ ჩემს შვილს – გიული ალასანია

ჩემთვის მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის დასკვნა. ისინი, პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, მაგრამ ასევე მხარს უჭერენ ჩემს შვილს, რაც ძალიან მახარებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

გიული ალასანიას თქმით, ევროპარლამენტში ადამიანები ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ.

„უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით, მის თავისუფლებაზე. ევროპის სახალხო პარტიისგანაც იყო, ევროსაბჭოსგან. ასე რომ, ადამიანები ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ, ბევრს მუშაობენ. მათ მარტო ევროპაზე ხომ არ აქვთ პასუხისმგებლობა, მთელ მსოფლიოზე აქვთ. დღეს ხომ დავინახეთ, როგორი ფართო იყო მათი განხილვის თემატიკა. მიუხედავად იმისა, რომ მათი დღის წესრიგი გადატვირთული იყო, საქართველოს მაინც საგანგებოდ დიდი ყურადღება მიექცა. დღევანდელ დღეს უძღოდა დებატები. საბოლოოდ, მიიღეს დასკვნა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, სახელმწიფოს, მაგრამ ასევე მხარს უჭერენ ჩემს შვილს და ეს ფაქტი ძალიან მახარებს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშიპათეტიკის გარეშე: სამშობლო საფრთხეშია – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკური დოკუმენტია, რომელსაც არ აქვს არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია და ძალა – პაპუაშვილი