პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ რეზოლუციაზე ამბობს, რომ “ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკური დოკუმენტია, რომელსაც არ აქვს არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია და ძალა”.
მისივე თქმით, ეს რამდენიმე ევროპელი დეპუტატის მიერ წამოწყებული კამპანიაა, რომელსაც ისინი უკვე დიდი ხანია აწარმოებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
“ეს არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო პწკენა ქართველი ხალხის მიმართ, რაც ასეთი სამწუხარო რეალობა, ივნისში არჩევნებია ევროპარლამენტის, მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მოქალაქეები უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და სათანადო მანდატს გადასცემენ სათანადო პირებს”, – თქვა პაპუაშვილმა.