ჩემს საკრებულოში მისვლას ვერ ეღირსებიან-დავით ნარმანია

ჩემს საკრებულოში მისვლას ვერ ეღირსებიან-ეს განცხადება, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ გააკეთა. ნარმანიას თქმით, მერიას “ქალაქში უამრავი საქმე აქვს გასაკეთებელი და პოლიტიკური შოუსთვის არ მას არ სცალია”.

“გუშინ პოლიტიკური შოუ არ შედგა და ჩვენმა უმრავლესობამ ღირსეულად უპასუხა მათ მიერ წამოწყებულ იმ ცალკეულ ცინიკურ საკითხებს, რაზეც ჩვენ ღირსეული პასუხი გვაქვს. ქმედებები, რაც ჩვენი მხრიდან განხორციელდა თავის დროზე იყო კანონიერი ყველა წესისა და პროცედურის დაცვით. სწორედ ამიტომ, ამ ყველაფრის გაგრძელებას ცდილობენ, რომ ჩემი ძალით მისვლა მოხდეს საკრებულოში. თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვერ ეღირსებიან. მე ოთხშაბათსაც არ მივალ საკრებულოში რადგან ამ შოუს არ უნდა მოჰყვეს გაგრძელება. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ღირსეულად დახვდა მათ ცალკეულ, ცინიკურ და აგდებულ დამოკიდებულებას. ასე, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ მე საკრებულოში მივიდე ამ საკითხთან დაკავშირებით. გუშინ კიდევ ერთხელ გამოვაქვეყნეთ საკითხის მთელი აღწერილობა, რითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ვართ ცამდე მართლები. ქალაქში უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. პოლიტიკური შოუსთვის მე არ მცალია და ვერ ვიცლი. კარგი ამინდებია, უამრავი საქმეა გასაკეთებელი ქალაქში, გამოვიყვანეთ ყველა სამსახური და ვმუშაობთ. ასე, რომ ამისთვის ნამდვილად არ გვცალია”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს საკრებულოში უმცირესობა იბარებს. მათ მოთხოვნა, ხელმოწერებით, მერიაში რამდენიმე დღის წინ გაგზავნეს. ოპოზიციის თქმით, თუ ნარმანია საკრებულოში ოთხშაბათამდე არ მივა, იგი კანონს დაარღვევს.

უმცირესობა მერიას “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმაზე კომპენსაციის, 1 მლნ ლარის გაცემას ედავება.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გამყარდება
შემდეგი სტატიაადვოკატი: შესაძლოა, მამა გიორგის მიერ გამოძიებისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, მასზე რაიმე სახის ზეწოლა განხორციელდეს