ჩემო წალენჯიხელებო, ჩხოროწყუელებო, მარტვილელებო და აბაშელებო!

ჩემო ძვირფასებო!
ჩემო წალენჯიხელებო, ჩხოროწყუელებო, მარტვილელებო და აბაშელებო!
მოვიდა 31 ოქტომბერი, მოვიდა დიდი გამარჯვების დღე.
31 ოქტომბერს ძალაუფლება სრულად გეკუთვნით თქვენ. ამ დღეს თქვენ აირჩევთ საკუთარ მომავალს და განსაზღვრავთ თქვენი შვილების ბედს. მაგრამ აქვე გახსოვდეთ, რომ ეს დღე მხოლოდ და უმთავრესად ჩვენთვის კი არა, ქართული სახელმწიფოს მომავლისთვის გახლავთ უმნიშვნელოვანესი. ამიტომ, პირველ რიგში, როგორც სამეგრელოს და კოლხ კაცს ეკადრება – ჩვენი არჩევანიც  ქართული სახელმწიფოს სასიკეთო უნდა იყოს.
ილიამ ბრძანა – სამეგრელოში საქართველო ვნახეო და ჩვენი ვალდებულებაა გამარჯვება საქართველოსთვის.
დიახ, 31 ოქტომბერი ქართული სახელმწიფოს გამარჯვების დღედ უნდა ვაქციოთ.
მე მჯერა თქვენი. მე მჯერა თქვენი მხარდაჭერის და გამარჯვების. მე მჯერა თქვენი და ქართული სახელმწიფოს გამარჯვებების, რომელსაც სწორედ თქვენ ჩაუყრით საფუძველს სამეგრელოში.

 

ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოს.

პატივისცემით, თქვენი როლანდ ფიფია

banner
წინა სტატიაშიგია კორკოტაშვილი: ოცნების ყველა წევრს შეგეციიით
შემდეგი სტატიანიკა მელია – ბუბა კიკაბიძის სიმღერის დროს ფონოგრამა შეეშალათ, ჩვენთვის მოულოდნელი იყო, თმები ყალყზე დამიდგა