ჩემმა მეზობელმა პაშა სუმინამ არ იცოდეს ეპატიება, მაგრამ საუბარი გვაქვს ქვეყნის პრეზიდენტზე

“ნაციონალური მოძრაობის”  წევრი ნიკა მელია  პრეზიდენტის მიერ მომავალი პარლამენტის არჩევნების თარიღის გამოცხადებას “არაორდინალურ გადაწყვეტილებას” უწოდებს და ამბობს, რომ ქვეყანა ისეთ არაორდინალურ ვითარებაშია, როგორშიც უკვე 3 წელია.ამის შესახებ განცხადება ნიკა მელიამ “კურიერის” პირდაპირ ეთერში გააკეთა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწვავედ გააკრიტიკა.

„ეს არის სირცხვილი. ეს რომ ჩემმა მეზობელმა პაშა სუმინამ არ იცოდეს, ეპატიება, მაგრამ საუბარი გვაქვს ქვეყნის პრეზიდენტზე. ქვეყანა იმართება ივანიშვილის მიერ, რომელიც არის საოცრად არაორდინალური და საღ აზრს მოწყვეტილი,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ შესაძლებელია ჰოლანდიასთან სავიზო რეჟიმი შემოიღოს
შემდეგი სტატია(VIDEO) ძლიერი აფეთქება სტამბოლის ცენტრში