“ჩემი მინისტრი, რომელიც აქამდე მხოლოდ სამსახურში მინახავს, შემოვიდა და მომილოცა ალექსანდრეს დაბადება”

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სამშობიაროში მოინახულა და შვილის დაბადება პირადად მიულოცა. ამის შესახებ გახარიას უწყების თანამშრომელი ნინო ინაიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“აგვისტოს ეს კვირა ყველაზე განსაკუთრებული აღმოჩნდა ჩემთვის. ახლა უკვე სამნი ვართ ოჯახში. დაიბადა ალექსანდრე, უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მივიღე ახლობელი ადამიანებისგან, და ამ ყველაფერს დღეს დაემატა ემოცია, რომელიც სურათებზე ვერ აღიბეჭდა. ჩემი პალატის კარები შემოაღო და შვილის დაბადება მომილოცა ადამიანმა, რომელიც აქამდე მხოლოდ სამსახურში მინახავს, თანაც ზუსტად ისე, როგორც ჩემი უახლოესი ადამიანები ამ დღეების მანძილზე ახერხებდნენ.

ჩემი მინისტრი, რომელიც აქამდე მხოლოდ სამსახურში მინახავს, შემოვიდა და მომილოცა ალექსანდრეს დაბადება. მადლობა ყველას ჩემი ბედნიერების გაზიარებისთვის”, – წერს ნინო ინაშვილინ სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაში„თანამედროვე პოლიცია და კიბერუსაფრთხოების გამოწვევები“ – მართლწესრიგის ოფიცრებმა სწავლება გაიარეს
შემდეგი სტატიანიკა მელიას კონსტიტუციით მინიჭებული იმუნიტეტი ტყუილების საფუძველზე მოუხსნეს – ანა ნაცვლიშვილის სკანდალური განცხადება