“ჩემი მეუღლე არის ორსულად, ასევე ჰყავს სამი შვილი და გთხოვთ, ეს გარემოება გაითვალისწინოთ”

გუკა რჩეულიშვილი დაკავებამდე: საარჩევნო შოუს დავარქმევ, სამი ადამიანი ჩემ გამო დააკავეს

,,ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას სთხოვს.

რჩეულიშვილის ადვოკატმა გირაოს სახით 100 ათასი ლარის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება გურამ რჩეულიშვილის მეუღლის უძრავი ქონებით. შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, რომელიც, როგორც ადვოკატმა განმარტა, უზრუნველყოფილი იქნება გურამ რჩეულიშვილის მეუღლის უძრავი ქონებით. ადვოკატის მიერ დაყენებული შუამდგომლობის შემდეგ გურამ რჩეულიშვილმა თავადაც მიმართა. „მინდა განვმარტო, რომ საზღვარგარეთ ჩემი წასვლა უკავშირდებოდა ჩემს სამსახურეობრივ საქმიანობას. მოგეხსენებათ, ვარ პროდიუსერი და ფილმების გადაღების გამო მიწევდა ქვეყნის დატოვება. ბოლო პერიოდში კი, არანაირი პროექტი არ მაქვს და შესაბამისად, საზღვარგარეთაც ვერ წავიდოდი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემი მეუღლე არის ორსულად, ასევე ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, მარტოა მათთან და ზრდის. ამიტომ, გთხოვთ, ეს გარემოებაც გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას. კიდევ ერთს დავამატებ, თუ ეს გადაწყვეტილება რაიმე სახით შეაფერხებს დედაჩემის, მაია რჩეულიშვილის პროცესს, რა თქმა უნდა, მირჩევნია, რომ ციხეში ვიჯდე“, – განაცხად გურამ რჩეულიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაავიაიერიშებს სირიის ქალაქ ალეპოს ერთ-ერთ დასახლებაში 3 ადამიანი ემსხვერპლა