ჩემი გულითადი „მილოცვა“ საქართველოს მოსახლეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით

დემოკრატია რთული საქმეა, მაგრამ ღირს. სპიკერი თალაკვაძე და ბევრი სხვა იმსახურებენ მადლობას მათი სამუშაოსთვის, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წევრი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი გულითადი „მილოცვა“ საქართველოს მოსახლეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით. დემოკრატია რთული საქმეა, მაგრამ ღირს. სპიკერი თალაკვაძე და ბევრი სხვა იმსახურებენ მადლობას მათი სამუშაოსთვის. უფრო ვრცელი განცხადება მოგვიანებით გაკეთდება“,-წერს კინზინგერი.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს, 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ შეთანხმებას ხელი ყველა პარტიამ მოაწერა.

ასევე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1% იქნება.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის შემთხვევაში შეიძლება, იმოქმედოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლამ
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: 120/30 ეს არის მაქსიმუმი იმ კომპრომისისა რისი მიღწევაც შეიძლებოდა