ნინო ბურჯანაძე: ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის შემთხვევაში შეიძლება, იმოქმედოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლამ

ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს თავის შესაძლებლობებს და პოზიტიურ წვლილს შეიტანს შეწყალების პროცესში.

მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის შემთხვევაში შეიძლება, იმოქმედოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლამ, ეს პროცედურულად რთული არ არის. რაც შეეხება უგულავას თემას, ეს სამართლებრივად მეტ დროს მოითხოვს, ამიტომ, პრეზიდენტის ჩარევა, ამ საქმეს გაამარტივებს.

„მინდა დავარწმუნო ქალბატონი სალომე, რომ მისი ეს ნაბიჯი ძალიან შეუწყობს ხელს პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნას ქვეყანაში. ციხეში უგულავას ყოფნა ძალიან მუქ ჩრდილად აწევს პოლიტიკურ პროცესს და ამწვავებს მას. ვინაიდან ჩვენ ამ პროცესის დარეგულირება გვინდა, ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რისი უფლებაც პრეზიდენტს აქვს და მის რეპუტაციას ეს არანაირად შელახავს. პირიქით, ეს იქნება წვლილი ოპოზიციის ერთობაში“, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.

ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი – მეორე მემორანდუმი ეხებოდა ე.წ. პოლიტიკური პატიმრების თემას, ცხადია, მას ხელი არ მოვაწერე
შემდეგი სტატიაჩემი გულითადი „მილოცვა“ საქართველოს მოსახლეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით