ჩემი დარჩენა “ქართულ ოცნებაში” არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა – ფოფხაძის საგანგებო განცხადება

ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა, უნდა დასმულიყო კითხვა რატომ რჩები “ქართული ოცნებაში” და არა რატომ მოდიხარ “ქართული ოცნებიდან” – ეს განცხადება, გედევან ფოფხაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა ოფიციალურად დატოვა.

ფოფხაძემ მმართველი გუნდიდან წამოსვლის მიზეზები განმარტა და თქვა, რომ აზრთა თანხვედრა აღარ ხდებოდა. დეპუტატის თქმით, მან ჯერ კიდევ პარასკევს მიმართა განცხადებით “ქართულ ოცნებას” პარტიიდან გასვლის თაობაზე და ასევე ფრაქციის თავმჯდომარეს.

“მე აქამდეც მქონდა იმის განცდა რომ ჩემი რესურსი “ქართულ ოცნებაში” იწურებოდა და იწურებოდა იმ კუთხით რომ რაიმე ზეგავლენა მომეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ახლა უკვე მე მგონია რომ დარჩენა არანაირი ლოგიკას არ ექვემდებარებოდა. უნდა დასმულიყო კითხვა რატომ რჩები “ქართულ ოცნებაში” ვიდრე რატომ წამოხვედი “ქართული ოცნებიდან”. არის ორი საკითხის თანხვედრა რომლის პირობებშიც იქ იყო სადაც ხარ, უკვე არის შეუძლებელი. ერთი თუ შენ არსებითად იდეოლოგების დონეზე, ღირებულებების დონეზე და კონკრეტული საკითხების გაზიარება- არ გაზიარების დონეზე შორდები იმ ადამიანებს ვისთან ერთადაც ხარ. და მეორე, შენ შეიძლება გქონდეს განსხვავებული ხედვები მაგრამ გქონდეს ამ ხედვების გამოხატვის საშუალება იქ სადაც ხარ და ამან მაინც შეგაკავოს. პირველი მე კიდევ შეძლებოდა დამეძლია, იმიტომ, რომ დავაფიქსირებდი ჩემს განსხვავებულ აზრს და ამით მექნებოდა შესაძლებელი, რომ ბოლომდე მომეხადა ვალი იმ ადამიანების წინაშე ვის წინაშეც მაქვს ვალი, მაგრამ მეორე უკვე გამორიცხავს იმ შესაძლებლობას სადაც გეუბნებიან, რომ შენ თუ ხმამაღლა საუბრობ იმაზე რასაც ფიქრობ უნდა წახვიდე,”-განაცხადა ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით კირკიტაძეს 15 000 ადამიანი თავდებში უდგება
შემდეგი სტატიანაზი ჯანეზაშვილი – ირაკლი კობახიძემ განწესების ტერმინი ისე განმარტა, ლევან მურუსიძეც კი გაკვირვებული იყურებოდა