ჩატოვეს კაცი ციხეში იმიტომ, რომ ვიღაცამ უნდა დაისვენოს – გიორგი გაბუნია ნიკა გვარამიას სასამართლოზე

ჩატოვეს კაცი ციხეში იმიტომ, რომ ვიღაცამ უნდა დაისვენოს – ასე შეაფასა გიორგი გაბუნიამ ნიკა გვარამიას სააპელაციო საქმის ოქტომბერში ჩანიშვნა.

მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს ვადების დარღვევის მიუხედავად, მომდევნო სხდომა 2 თვის შემდეგ, 4 ოქტომბერს ჩანიშნა:

“მინიმუმ თვეების გატარება მოუწევს ციხეში ნიკა გვარამიას იმიტომ, რომ ვიღაცამ ამასობაში უნდა დაისვენოს, სრულიად წარმოუდგენელი რაღაც ხდება. კანონი ხომ ამიტომ არსებობს, ორთვიანი ვადა ხომ იმიტომ არსებობს სააპელაციოში, რომ თუ ადამიანი უდანაშაულოდ ზის ციხეში, თუ მას არ ეკუთვნის ეს სასჯელი, მაქსიმუმ 2 თვის ვადაში სააპელაციომ გადაწყვიტოს რომ არ იყო ეს სწორი და ან გაათავისუფლოს და ა.შ. არა, ნიკა გვარამია უნდა იჯდეს ციხეში კიდევ დიდხანს იმიტომ, რომ ვიღაცებმა უნდა დაისვენონ.

სანდრომ თვითონ მოინდომა რომ მოსულიყო, ცრემლები მოსდიოდა ბავშვს, უნდოდა დაკონტაქტება. დისტანციაზე მიუშვეს და შემდეგ არც მიაკარეს, რა უნდა ექნა ბავშვს, ხელი მაინც მოაკიდებინე მამისთვის” თქვა გიორგი გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში უკვე არსებული ყველა კანონი თუ შესრულდება, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება არ წარმოადგენს აუცილებლობას – ინჯია
შემდეგი სტატიაგოგაშვილი ძალიან უცნაური პერსონაჟია, ეს სპეცსამსახურები სოციალური სამსახურია ჯანმრთელი მამაკაცებისთვის – მეგრელიშვილი