საქართველოში უკვე არსებული ყველა კანონი თუ შესრულდება, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება არ წარმოადგენს აუცილებლობას – ინჯია

უკრაინის გარდა, მსოფლიოში დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების სხვა პრეცედენტი არ არსებობს და არც პრაქტიკა და გამოცდილებაა, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი ფრიდონ ინჯია.

დეპუტატი აცხადებს, რომ უკრაინის კანონი ძალაში მაისში შევიდა, თუმცა რაიმე შედეგი ჯერ არ ჰქონია.

„ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ ეს საკითხი ჩვენც განვიხილოთ. უკრაინის კანონის გასაჩივრება არ შეუძლია იმ პირს, ვისაც ოლიგარქის სტატუსის მიანიჭეს. ეს შესაძლებელია მხოლოდ უსაფრთხოების საბჭოში და არა სასამართლოში. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ კანონის მიღება არ წარმოადგენს არავითარ აუცილებლობას საქართველოში, თუ ყველა კანონი შესრულდება, რომელიც არსებობს დღეს საქართველოში. ეს არის სხვადასხვა კანონი – მედიის კანონი, ანტიმონოპოლიური კანონი და სხვა კანონები. თუ ეს კანონები და სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიც არის პროკურატურა და სასამართლოში, ასრულებენ პირნათლად თავიანთ მოვალეობას, არავითარი საჭიროება არ არსებობს ოლიგარქიული კანონის მიღების“, – აცხადებს ფრიდონ ინჯია.

banner
წინა სტატიაში„როიტერის“ ინფორმაციით, ევროკავშირი რუსული ბანკებისთვის სანქციების შემსუბუქებას გეგმავს
შემდეგი სტატიაჩატოვეს კაცი ციხეში იმიტომ, რომ ვიღაცამ უნდა დაისვენოს – გიორგი გაბუნია ნიკა გვარამიას სასამართლოზე