გოგაშვილი ძალიან უცნაური პერსონაჟია, ეს სპეცსამსახურები სოციალური სამსახურია ჯანმრთელი მამაკაცებისთვის – მეგრელიშვილი

პარტია „გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის დაკავებაზე საუბრობს. მისი თქმით, მან გოგაშვილის შესახებ არაფერი იცოდა და მხოლოდ ტელევიზორში ხედავდა. როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, მას სპეცსამსახურების არ სჯერა და მისთვის ეს უწყება ჯანმრთელი მამაკაცებისთვის სოციალურ სამსახურს წარმოადგენს.

„წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის გოგაშვილი, ძალიან უცნაური პერსონაჟია, ტელევიზორში ვხედავდი ხოლმე. არასდროს არაფერი გამიგია. რაღაც „კლოუნობას“ ჰგავს ეს ყველაფერი. ზოგადად, სპეცსამსახურებისაც არ მჯერა. სადაც ჩემს ცოლს უსმენდნენ, როგორ უნდა დავიჯერო.

როგორც ჩანს, ყველას უსმენენ. ყველას მოსმენას ხომ აზრი არ აქვს. ადამიანი ხომ არის საჭირო, რომელიც მიღებულ ინფორმაციას გადაამუშავებს და რამე დასკვნას გააკეთებს. რა მასშტაბითაც ჩვენთან ხალხს უსმენენ, მე არ მჯერა, რომ იმდენი ხალხი არსებობს, რომელიც აქედან დასკვნას გამოიტანს.

მგონია, რომ სოციალური სამსახურია ჯანმრთელი მამაკაცებისთვის ეს სპეცსამსახურები, სამწუხაროდ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩატოვეს კაცი ციხეში იმიტომ, რომ ვიღაცამ უნდა დაისვენოს – გიორგი გაბუნია ნიკა გვარამიას სასამართლოზე
შემდეგი სტატიარატომ გვიწესებთ ცენზურას ვინმესთან მიმართებაში?! – საქართველოს მთავრობას აქვს ცენზურა, რომ რაიმე კრიტიკული პოზიცია არ დააფიქსიროს იქ, სადაც სიმართლე ჩვენს მხარესაა? – ოხანაშვილი