ჩატაევთან დაკავშირებით ჟურნალისტის დასმულ კითხვას იუსტიციის მინისტრმა არ უპასუხა

ვინ მიიღო გადაწყვეტილება ახმედ ჩატაევის გათავისუფლების შესახებ – ჟურნალისტების ამ კითხვას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მან ამომწურავი პასუხები გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გასცა.

უფრო კონკრეტულად კი, თეა წულუკაინი აცხადებდა, რომ ის წინააღმდეგი იყო ახმედ ჩატაევის გათავისუფლების და მან განაცხადა, რომ მმართველ გუნდში იყვნენ პირები, რომელთაც მისი ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს. სწორედ საკითხის დაკონკრეტებას ითხოვდა ჟურნალისტი, რაზეც მინისტრმა პასუხი არ გასცა.

თეა წულუკიანს იმავე კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ კომიტეტის სხდომაზე და მინისტრისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა ახმედ ჩატაევის ციხიდან გათავისუფლების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიზედა ფონიჭალაში მცხოვრებ 36 ოჯახს საცხოვრებელი ფართები ერთ ლარად გადაეცა
შემდეგი სტატიასადაც ეს იქნება დადასტურებული, უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული – შს მინისტრი ნარკოტიკის ჩადების ფაქტებზე