ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა, ასახავს სამუშაო პროცესს და ამ ჩანაწერებით ვინმეს დადანაშაულება არ შეიძლება

როგორც მელაშვილმა აღნიშნა, ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა, ასახავს სამუშაო პროცესს და ამ ჩანაწერებით ვინმეს დადანაშაულება არ შეიძლება.

„გოგი მანჯგალაძესთანაც რომ არის საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო საუბარი. უამრავი საკითხის განხილვა ხდება, ზოგზე არსებობს აზრთა ჭიდილი. ეს რიგითი შეხვედრა იყო, ვისაუბრეთ, რაც არ იცოდა, იმაში დარწმუნდა. იმაზე დაიდო შედეგი. რაზეც მოეწერა ხელი, ის არის შედეგი, ქვეყნის საწინააღმდეგო არ არის, იოტისოდენა გადახრაც არ არის. ამაში ვერც ბატონ გოგის ვერ დაადანაშაულებს ვინმე და ვერც ბადრი ბიწაძეს, არც ივერი მელაშვილის დადანაშაულება არ შეიძლება. ნამდვილად არ ვთვლი სამართლიანად. რაკი მოსამართლემ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ვფიქრობ, ყველაფერი დროებითია, საქმე რომ დასრულდება, გაირკვევა“, – განაცხადა მელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებაზე
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური – ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება, ამაზე ნურც იოცნებებენ