ჩალაძე – ნებისმიერ წუთს, როდესაც სააკაშვილი არის ამ ჯოჯოხეთში, ის არის წამების მსხვერპლი

ყველაზე საშიში არის ის, რომ არ ვიცით რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა დაკარგა გონება, ქვეყანა დაკარგავს მესამე პრეზიდენტს.

“ნებისმიერ წუთს, როდესაც ის არის ამ ჯოჯოხეთში, ის არის წამების მსხვერპლი. მას არ უტარდება სტანდარტული ჯანდაცვის მომსახურება. ის მოკლებულია სიცოცხლის გადარჩენის საშუალებებს, რაც არღვევს მის უფლებებს და ჩვენს ქვეყანას აბრუნებს უკან, სადაც წლების წინ ვიყავით. ის უნდა იყოს დაუყოვნებლივ გადაყვანილი იმ საავადმყოფოში, სადაც ურჩიეს, რეკომენდაცია გაუწია და მოითხოვა კონსილიუმმა, დაადასტურა სახალხო დამცველმა და ითხოვს საერთაშორისო საზოგადოება. დღეს ის არის წამების მსხვერპლი, მას აწამებენ”, – განაცხადა ჩალაძემ.

banner
წინა სტატიაშივგმობ მიხეილ სააკაშვილის უფლებების სისტემატიურ და უხეშ დარღვევას – უკრაინის სახალხო დამცველი
შემდეგი სტატიაგამოფენის ” სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი” დახურვა და ნოემბრის ნომრის პრეზენტაცია