ჩაერთვება თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში?

მმართველი პოლიტიკური გუნდის მიზანი არის, არა საკითხების კვალიფიციური ანალიზი და გათვალისწინება, არამედ მათი თვითმიზანი არის უბრალოდ ვეტოს დაძლევა- ასე აფასებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო კომისიის შექმნას. ჯერჯერობით უცნობია ჩაერთვება თუ არა პრეზიდენტი ამ კომისიის მუშაობაში:

“მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ აღებული ტენდენცია არ იცვლება უკვე წლებია, მიუხედავად იმისა, რომ აგერ უკვე ახალ პოლიტიკურ გუნდს მეორე პარლამენტი ჰყავს. მუდმივად ხდება ის, რომ ჯერ ჩააგდებენ პრეზიდენტის ვეტოს და შემდგომ, რაც პრეზიდენტის ვეტოში წერია, ამ ტექსტს სიტყვა-სიტყვით დაწერენ ხოლმე ახალ ინიციატივებში. ასე არის ამ შემთხვევაშიც და ამის ზუსტი მაგალითია საქართველოს ეროვნული ბანკი. სულ ცოტა ხნის წინანდელი მაგალითი, როდესაც ჯერ პრეზიდენტის ვეტო ჩააგდეს და შემდგომა სიტყვა- სიტყვით გადაიწერა ახალ კანონპროექტში პრეზიდენტის ვეტოში დაფიქსირებული მოსაზრებები. ამ ტენდენციასთან გვაქვს საქმე ახლაც. როგორც ჩანს, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიზანი არის, არა საკითხების კვალიფიციური ანალიზი და გათვალისწინება, არამედ მათი თვითმიზანი არის უბრალოდ ვეტოს დაძლევა.” განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა

banner
წინა სტატიაშიერთი და იგივე ამომრჩეველი ხმას ორჯერ აძლევს – “ენმ” ვიდეომასალას ასაჯაროებს
შემდეგი სტატია„ბაქო-თბილისი-ყარსის ახალქალაქის რკინიგზას ეკონომიკური, პოლიტიკური და გლობალური მნიშვნელობა აქვს“ – გიორგი გახარია