ჩაბუქის საქმე – სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს

თბილისის საქალაქო სასამართლო დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს.
დაცვის მხარე ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ დევნილის სტატუსზე უარის თქმას აპროტესტებს.

ოჯახის და ადვოკატების განმარტებით, თურქული მხარის ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული.

„ჩვენს მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ნათლად და ცხადად ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებების კუთხით არის უმძიმესი სიტუაცია თურქეთის რესპუბლიკაში, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ასევე პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი დევნა,“ – აცხადებს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებას თურქეთი ითხოვს და მას ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას ედავება.

banner
წინა სტატიაშიხანძარი სოფელ გომში
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება არ იცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს – სერგო რატიანი უკრაინიდან ქართველების გამოძევებაზე საუბრობს