ჩაბუქის საქმე – ექსტრადირებაზე გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს უნდა მიიღოს

გადასცემს თუ არა საქართველო მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთს- ექსტრადირებაზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს უნდა მიიღოს. პროკურატურამ პირველ ინსტანციას ექსტრადირების დასაშვებობასთან დაკავშირებით უკვე მიმართა. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ბრძანება ექსტრადირებასთნ დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა უნდა გამოსცეს. განკარგულებაზე ხელის მოწერის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაუყოვნებლივ მოხდება.
ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით, გუშინ განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ჩაბუქის ექსტრადირება მოხდება, ამით საქართველო დაარღვევს საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის პრინციპებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი საკარული: ნება იბოძეთ სათანადო ყურადღება მოგვაქციეთ
შემდეგი სტატიაშრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები- ბიზნესომბუდსმენი რეკომენდაციებს აქვეყნებს