ცესკოს საიტზე პარტიების პროცენტების ჯამი 100%-ის ნაცვლად 100.2% გამოდის

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 11, 2016 15:02

ცესკოს საიტზე პარტიების პროცენტების ჯამი 100%-ის ნაცვლად 100.2% გამოდის

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ქართულმა ოცნებამ 48.67%-ით გაიმარჯვა, მეორე ადგილზე 27.11%-ით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მესამეზე კი 5.1%-ით პატრიოტთა ალიანსი იმყოფება.

არჩევნებში მონაწილეობას 25 პოლიტიკური სუბიექტი იღებდა, ამ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მოპოვებული პროცენტების რაოდენობის ჯამი წესით 100% უნდა იყოს, თუმცა ცესკოს საიტზე ეს ასე არაა და წინასწარი მონაცემებით, პარტიების პროცენტების ჯამი 100.2%-ს შეადგენს.

ამ შეცდომის მიზეზი სავარაუდოდ პარტიების ხმათა დამრგვალებაა. მაგალითად, პატრიოტთა ალიანსმა ხმათა 5.006% აიღო, ცესკოს საიტზე კი, მათ 5.01% უწერიათ. ასევე მეტობით არის დამრგვალებული სხვა პარტიების რეიტინგებიც, რაც ჯამში 0.2%-იან სხვაობას იძლევა.

ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გუშინ პატრიოტთა ალიანსის პროცენტების კომენტირებისას განაცხადა, რომ პარტიების პროცენტების რაოდენობა მათმა პროგრამამ დაამრგვალა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 11, 2016 15:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,829
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics