ცესკო: ვიმსჯელებთ, ხმათა 4.998% არის თუ არა საკმარისი ბარიერის გადასალახავად

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს პატრიოტთა ალიანსს 4.998% აქვს. მისი განმარტებით, არის თუ არა ეს მაჩვენებელი საკმარისი იმისთვის, რომ პარტია პარლამენტში მოხვდეს, ამაზე ცესკო იმსჯელებს.

“პატრიოტთა ალიანსს მიღებული აქვს 88 132 ხმა, ეს არის პროცენტულად – 4.998%. პროგრამამ, რა თქმა უნდა, ავტომატურად დაამრგვალა, რადგან სადღაც ხომ უნდა გაჩერდეს, მათემატიკაა ელემენტარული. თუმცა, ამ წუთის მონაცემები – 4 998% არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ აღნიშნულმა პარტიამ გადაალახოს 5%-იანი ბარიერი, თუ მონაცემები არ შეიცვლება, ამაზე საარჩევნო ადმინისტყრაცია იმსჯელებს” – აცხადებს მიქელაძე.

კანონმდებლობის მიხედვით, 5% არის ის მინიმალური ბარიერი, რომლის გადალახვის შემდეგაც პარტია პარლამენტში ხვდება და მას მინიმუმ 6 მანდატი ენიჭება.

banner
წინა სტატიაშიდავით დარჩიაშვილი: მე ვხედავ მეორე ტურში მონაწილეობის აუცილებლობას
შემდეგი სტატიაპოლიტიკიდან ირაკლი ალასანიას წასვლის შემდეგ, „თავისუფალ დემოკრატებში“ რეორგანიზაცია განხორციელდება