ცესკო-ში პარტიების მიერ საარჩევნო სიების წარდგენის ვადა ამოიწურა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო სიების წარდგენის ვადა ამოიწურა.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 29 საარჩევნო სუბიექტიდან დოკუმენტაცია 28 პარტიამ წარადგინა.

„ერთმა პარტიამ არ წარმოადგინა დოკუმენტაცია, ეს არის ეროვნულ დემოკრატიული პარტია (ედპ). ამის შემდგომ ცესკო განახორციელებს კანონით განსახორციელებელ პროცედურებს. უკვე ცესკო-ს შესაბამისმა სამსახურმა დაიწყო დოკუმენტების შემოწმება. კანონმდებლობის მიხედვით, 10 დღის ვადაში მაგრამ არჩევნებამდე არაუგვიანეს 26 დღისა ცესკო შესაბამისი სამსახური წარუდგენს დასკვნას ცესკო-ს თავმჯდომარეს. თავმჯდომარე კი სამი დღის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას გატარდება პარტიული სია რეგისტრაციაში თუ არა”, – განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, გარკვეული ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია აცნობებს შესაბამის პარტიას და პარტიას სამ დღიანი ვადა ეძლევა ხარვეზების გამოსასწორებლად.

მიქელაძის ინფორმაციით, საერთო ჯამში დაერთო ჯამში პროცედურის დასრულების ბოლო ვადა 18 სექტემბერია.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაწალენჯიხის გამგებლობისთვის კენჭს სამი კანდიდატი იყრის